შეადგინეს ფერგიუსონის ეპოქის „მანჩესტერის“ სიმბოლური ნაკრები #1TVSPORT
გაზეთ Manchester Evening News-მა გამოაქვეყნა სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობისას „მანჩესტერ იუნაიტედის“ სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა.
სასტარტოში მოხვდნენ: პეტერ შმაიხელი, დენის ირვინი, რიო ფერდინანდი, სტივ ბრიუსი, გარი ნევილი, მაიკლ კერიკი, როი კინი. პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო, ერიკ კანტონა.
სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა უეინ რუნი. მასთან ერთად სათადარიგოები არიან: ნემანია ვიდიჩი, რუუდ ვან ნისტელროი, ედვინ ვან დერ სარი და ოლე-გუნარ სოლსკიაერი.