შავთელის ქუჩაზე მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ [ვიდეო]

შავთელის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

ხანძარი ერთ-ერთი შენობის ბოლო სართულზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.

ამ დროისთვის სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.