შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ასევე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია.