შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
შავნაბადას ტყეში ცეცხლი ტყის მასივსა და ბალახზეა გავრცელებული.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.