„შავმა ლომმა“ „ტოიოტა ჩიტაზი“ დაამარცხა და თბილისის თასზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

22:36, 04.10.2026

„შავმა ლომმა“ თბილისის თასზე მესამე მატჩი „ტოიოტა ჩიტაზთან“ გამართა და მეტოქე 36:25 დაამარცხა.

ქარველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ექვსი ლელო დადეს – თავი აბდუშელიშვილმა, ხელაძემ, სპანდერაშვილმა, ქვათაძემ (2) და ცირეკიძემ გამოიჩინეს, მათგან სამი ლელო გარდასახეს (ძოძუაშვილი, ცირეკიძე, 2).

ბოლო ტურში „გრიქასმა“ „იბერიანსი“ 48:15, ხოლო „პუმასმა“ „ლუზიტანუში“ 68:20 დაამარცხა.

„შავმა ლომმა“ ტურნირზე გამოსვლა ორი მოგებითა და ერთი მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა.

ეს „შავმა ლომის“ ბოლო მოსამზადებელი მატჩი იყო. შემდეგ თამაშს გუნდი 17 ოქტომბერს ჩელენჯ თასზე გამართავს, სადაც მისი მეტოქე „ოსფრიზი“ იქნება – შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი