შავკატ მირზიოევი – საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები უდავოდ მთავრობის, მთელი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგია, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა

15:06, 03.07.2026

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის – მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტიანი მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივი მოლაპარაკებების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ მეგობრებს თბილი მიღებისთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით უზბეკი ხალხისა და ჩემი სახელით მაღალი რანგის სახელმწიფო ორდენით – „ოქროს საწმისით“ დაჯილდოებისთვის.  ქართულ-უზბეკური ურთიერთობების აყვანა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე დიდი მიღწევაა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის – მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტიანი მუშაობის შედეგი. დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მსგავსი