შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი – დამწუხრებული ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„დამწუხრებული ვართ საქართველოში, ბათუმში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო. ღრმად თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს“, – ნათქვამია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
We are saddened to hear of the collapse of a seven-storey residential building in #Batumi #Georgia. We send our deepest condolences to the families of the victims and wish a speedy recovery to those who are injured. pic.twitter.com/46uAhO4O09
— BSTDB (@BSTDB) October 9, 2021