შავი ზღვის თავზე რუსულმა ავიაგამანდგურებელმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის მახლობლად სახიფათო მანევრი განახორციელა

12:35, 28.11.2017

შავი ზღვის თავზე რუსულმა Су-30-ის ტიპის ავიაგამანდგურებელმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის P-8 Poseidon-ის მახლობლად სახიფათო მანევრი განახორციელა.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მიშელ ბალდანზამ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა.

პენტაგონის თანამშრომელმა თქვა, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოქმედებდა და რუსული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პროვოცირება არ მოუხდენია.

ბალდანზამ ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა პირდაპირ ამერიკული საჰაერო ხომალდის წინ ჩაიფრინა, რის გამოც პილოტს მკვეთრი მანევრის შესრულება მოუხდა.

მსგავსი