შავი ზღვის სანაპიროზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
შავი ზღვის სანაპიროზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ჩრდილო-მთიან რაიონებში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.

უწყების ცნობითვე, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.