შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა გადაარჩინეს 176 მოქალაქე, მათ შორის ოთხბალიანი შტორმის დროს – 21.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია.  მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დატოვე კომენტარი