შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა რვა ადამიანი გადაარჩინეს
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა რვა ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 9 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული რვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევები ქობულეთსა და ბათუმში დაფიქსირდა.

„ყველა მათგანი ნაპირზე უვნებლად იქნა გამოყვანილი. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მთელ სანაპიროზე დღის დღის განმავლობაში 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და აღმართული იყო წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.