შავი ზღვის ჯაზფესტივალზე Wyclef Jean და Erykah Badu იმღერებენ

23:08, 26.04.2018

შავი ზღვის ჯაზფესტივალზე Wyclef Jean და ამერიკელი მომღერალი Erykah Badu იმღერებენ. რიგით 12-ე ჯაზფესტივალის სრული ლაინაფი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

Wyclef Jean მსმენელის წინაშე 21 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში წარდგება. Erykah Badu-ს კი ფესტივალის მეორე დღე დაეთმობა.

ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალს ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი რობერტ პლანტი გახსნის. „ლედ-ზეპელინის“ სოლისტი Black Sea Arena–ზე გამართავს კონცერტს.

19 ივლისი – Black Sea Arena Robert Plant and Sensational Space Shifters.

20 ივლისი – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი DJ LO Loretta Brown aka Erykah Badu Trombone Shorty & Orleans Avenue

21 ივლისი – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი Wyclef Jean

22 ივლისი – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი R+R Now – Robert Glasper, Terrace Martin, Christian Scott, Derrick Hodge, Taylor McFerrin, Justin Tyson House Band – Mop Mop Resident DJs.

მსგავსი