შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს
შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს

შავ ზღვაზე 4-ბალიან შტორმს ვარაუდობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.

ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის აჭარის რეგიონში სიმშვიდეა, მთელი ღამის განმავლობაში მათთან არც ერთი შეტყობინება არ შესულა.

გუშინ აჭარის რეგიონში ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა ქუჩები, ზოგიერთ უბანში კი – საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.