შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საძიებო ტენდერი გამოცხადდა

11:50, 15.01.2020

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად მეორე და მესამე სალიცენზიო ბლოკზე.

საუბარია შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებაზე, სადაც ამ დროისათვის არცერთი კომპანია არ მუშაობს.

სააგენტოს ცნობით, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი. განაცხადებიც 20 აპრილს, 18:00 საათზე გაიხსნება.

მსგავსი