შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11-ის გადაარჩენა მოხერხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.
რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემი ჩაძირვის საფრთხის წინაშე იყო.
ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტი გემ Royad Mammadov-ს უკავშირდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რუმინული მედიის ინფორმაციით, გემი თურქული იყო და მარცვლეული გადაჰქონდა.