შავ ზღვაში ნატო-ს ოთხი ხომალდი შევიდა
შავ ზღვაში ნატო-ს ოთხი ხომალდი შევიდა

შავ ზღვაში ნატო-ს ოთხი ხომალდი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბი ავრცელებს.

„ხომალდების ჯგუფი გეგმურ პატრულირებას ატარებს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნების მეზღვაურებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებაა. ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში სახელწოდებით „პოსეიდონი“, რომლის ორგანიზატორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.