შავ ზღვაში ხუთბალიანი შტორმის დროს მაშველებმა 23 ადამიანი გადაარჩინეს [ვიდეო]
შავ ზღვაში ხუთბალიანი შტორმის დროს მაშველებმა 23 ადამიანი გადაარჩინეს [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12:00-დან 20:00-საათამდე, შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმის დროს, 23 ადამიანი გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახური ზღვაზე საშტორმო მდგომარეობის შესახებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოუწოდებს, მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.