შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი შევიდა
შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი USS Fort McHenry-ი შევიდა. ინფორმაციას აშშ-ის მე-6 ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის განცხადებით, ვაშინგტონმა შავ ზღვაში სამხედრო კომპონენტის გაზრდის შესაძლებლობა უნდა განიხილოს. ვოლკერმა ასევე არ გამორიცხა უკრაინისთვის დამატებით ლეტალური შეიარაღების გადაცემა.
ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში ხომალდების მიმოსვლა მონროს კონვენციის მიხედვით რეგულირდება.