შავ ზღვაში ამერიკული სწრაფმავალი სადესანტო ხომალდი Carson City იმყოფება
შავ ზღვაში ამერიკული სწრაფმავალი სადესანტო ხომალდი Carson City იმყოფება

ამერიკული სწრაფმავალი სადესანტო ხომალდი Carson City შავ ზღვაში შევიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს.

სამხედრო ხომალდმა ბოსფორის სრუტე 15 აგვისტოს გაიარა. ის შავ ზღვაში მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში გადაადგილდება.

Carson City ერთ-ერთია Spearhead-ის ტიპის ცხრა სწრაფმავალ სადესანტო ხომალდს შორის. მისი სიგრძე 100 მეტრს აღემატება. ის ვერტმფრენის ასაფრენი მოედნით არის აღჭურვილი.