შავ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდს, „დონალდ ქუქს“ რუსულმა „სუ 24“-ის ტიპის ბომბდამშენმა ახლო მანძილზე ჩაუფრინა
შავ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდს, „დონალდ ქუქს“ რუსულმა „სუ 24“-ის ტიპის ბომბდამშენმა ახლო მანძილზე ჩაუფრინა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სამხედრო ხომალდი, „დონალდ ქუქი“ შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა, რა დროსაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გემის მახლობლად დაბალ სიმაღლეზე ჩაიფრინა.
აშშ-ის მე-6 ფლოტი შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს. ამერიკული სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში 23 იანვარს შევიდა.
The @USNavy routinely operates in the Black Sea to reassure @NATO Allies & partners and ensure security & stability in the region.
Today, 🇺🇸 #USSDonaldCook operating in international waters in the #BlackSea while a #Russian SU-24 does a low pass nearby.#PowerForPeace pic.twitter.com/6JGNZoncZb
— U.S. Naval Forces Europe-Africa/U.S. 6th Fleet (@USNavyEurope) January 31, 2021