შატილში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება
შატილში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება.

ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა შატილში აშენდება.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით.

ამასთან, სამუშაოები GFA Consulting Group-ის მხარდაჭერით წარიმართება.