შატილში, სკოლის დამხმარე შენობაში ხანძარია [ვიდეო]

შატილში, სკოლის დამხმარე, ცალკე მდგომ შენობაში ხანძარია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე გასულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები.

ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.