შატილში საჯარო სკოლა დაიწვა [ვიდეო]

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილში, საჯარო სკოლის შენობა დაიწვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.