შატილის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა [ვიდეო]

შატილის გზაზე, სოფელ ბისოში, სადაც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სამძებრო სამუშაოები უკვე დასრულდა. მაშველებმა სულ ცოტა ხნის წინ მძიმე ტექნიკით ხევიდან მიკროავტობუსი და ჯიპის ტიპის მანქანა ამოიყვანეს. მიკროავტობუსი, რომელიც კლდიდან 80 მეტრის სიმაღლეზე გადავარდა, ძალიან დაზიანებული და დეფორმირებულია. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალსიტი ადგილიდან იუწყება, მიკროავტობუსს არ ჰქონდა გავლილი სავალდებულო ტექდათვალეირება, რომელიც 13 ივლისს უნდა გაევლო. თუმცა, აღნიშნული პროცედურა ექვსი თვის წინ წარმატებით გაიარა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღე მუშაობდნენ და ხევიდან აღებულია ყველა ის ნიმუში, რომელიც გამოძიებისთვის არის საჭირო და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.