შარტავს ქუჩაზე ქარმა ხე წააქცია
შარტავს ქუჩაზე ქარმა ხე წააქცია

თბილისში, შარტავს ქუჩაზე ქარის შედეგად, ხე წაიქცა, რომელმაც ეზოში მდგარი მსუბუქი ავტომობილები და ელექტრო ენერგიის სადენები დააზიანა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები  და ექსპერტები მუშაობენ.