შარლ მიშელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, მათ შორის არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისგან
შარლ მიშელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, მათ შორის არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისგან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ერევანსა და ბაქოს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის პირობებზე ისაუბრა.

შარლ მიშელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, მათ შორის არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისგან.

„პირველი პუნქტი, თავი უნდა შეიკავოთ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისგან, რათა ყველა კომპონენტის განხილვა შესაძლებელი გახდეს. ხვალ მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევხვდები. ვნახოთ, რა პოზიტიური და კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია ევროკავშირს. მეორე პუნქტი საზღვრების დელიმიტაციაა. მხარეებისთვის სასარგებლო იქნებოდა სადავო ტერიტორიებიდან გასვლა დისკუსიების შესაძლებლობის შესაქმნელად. მესამე პუნქტი არის სატრანსპორტო და სხვა სექტორებში თანმშრომლობა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მეოთხე პუნქტი – უნდა არსებობდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხის განსახილველად“, – განაცხადა მიშელმა ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მთელი ისტორია წარსული კონფლიქტების დაძლევას ემყარება.

დატოვე კომენტარი