შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა
შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ტელეფონით პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად საქართველოში არსებული სიტუაცია განვიხილე, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, რომ გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ, მათ შორის დავეხმარო ყველა მხარეს ლეგიტიმური შეშფოთებების გადასაჭრელად“, – წერს მიშელი.