შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
შარლ მიშელის განცხადებით, ალიევთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან სამომავლო ჩართულობის მნიშვნელობას.
„განვიხილეთ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მათ შორის დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით. ასევე გვქონდა არსებითი დისკუსია სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. მივესალმები აზერბაიჯანის ვალდებულებას, განაახლოს ბრიუსელის პროცესის სამმხრივი შეხვედრა სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის წინსვლისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
აზერბაიჯანის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ ილჰამ ალიევი ხმების 92 პროცენტით ლიდერობს.
Congratulated @presidentaz Aliyev on his reelection & extended best wishes for his new mandate. Underlined the importance of continued engagement with @osce_odihr.
Discussed also 🇪🇺🇦🇿 relations & cooperation, including connectivity & energy.
Had substantive discussions also on…
— Charles Michel (@CharlesMichel) February 8, 2024