შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრებს დღესაც გამართავენ
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრებს დღესაც გამართავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან.

როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თემაზე შედგება. ოპოზიციური პარტიების წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.

დღეს, 13:00 საათიდან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივლენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.

შეხვედრები ორბელიანების სასახლეში ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

ამავე საკითხზე საქართველოს პრეზიდენტთან გუშინ შეხვედრა უკვე გამართეს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ და პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა.