შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი
შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

კერძოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, მიხეილ დაუშვილმა და ალექსანდრე მოწერელიამ. ასევე, პარტიის სახელით, ხელი მოაწერა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელმა სოციალისტებმა“ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, ეს არის საწინდარი ქვეყნის სტაბილურობის. მოქმედებენ დესტრუქციული ძალები და ჩვენ იმედი გვაქვს, ამ მემორანდუმით, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შემოსვლით დამთავრდება ეს და დალაგდება ქვეყანა“, – აღნიშნა ინჯიამ.

დატოვე კომენტარი