შარლ მიშელი – ვგმობთ ისრაელის, მისი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმებს, ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან არის, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს
ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
შარლ მიშელი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს.
„მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებსაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში“, – წერს შარლ მიშელი.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
Strongly condemn the indiscriminate attacks launched against #Israel and its people this morning inflicting terror and violence against innocent citizens.
My thoughts are with all the victims.
EU stands in solidarity with Israeli people in this horrific moment.
— Charles Michel (@CharlesMichel) October 7, 2023