შარლ მიშელი - ვესტუმრე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა
შარლ მიშელი - ვესტუმრე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა

ვესტუმრე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„იდეა, რომ ერთად უფრო ძლიერი იყო, ბუნდოვანი ცნება არ არის. გასულ კვირას ვესტუმრე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს რეფორმების დღის წესრიგის მიმართ. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. კიდევ ერთხელ გმადლობთ მოწვევისთვის“, – წერს შარლ მიშელი.

The idea of being #strongertogether is not a vague notion.

This past week I visited #Moldova, #Georgia and #Ukraine to…

Posted by Charles MICHEL on პარასკევი, 05 მარტი, 2021

დატოვე კომენტარი