შარლ მიშელი - თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავება, უნდა ვიმუშაოთ მეზობლებთან, ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა
შარლ მიშელი - თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავება, უნდა ვიმუშაოთ მეზობლებთან, ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა

თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეზობლებთან. ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, გაგრძელდეს პოლიტიკური თანამშრომლობა და დემოკრატიული რეფორმები.

„აუცილებელია, გავაგრძელოთ რეფორმები ბევრ კრიტიკულ სფეროში, პოლიტიკური თანამშრომლობა, ეკონომიკური აღდგენა და დემოკრატიული რეფორმები. ამან უნდა გამოიწვიოს კონკრეტული სარგებელი ყველა მოქალაქისთვის. მეზობლები არიან ყოველთვის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეზობლებთან. ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა.

ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა გამოწვევების მიუხედავად, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, სამხედრო კონფლიქტები და კოვიდ პანდემია. ბევრი პროგრესია საარჩევნო ჩარჩოში, ადმინისტრაციის რეფორმირებაში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ზრდაში და კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ არის. დემოკრატიის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა, თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა და დეზინფორმაციასთან დაპირისპირება გადამწვეტია…“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლომდე უნდა მიიყვანონ დაგეგმილი რეფორმები.

„საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ინიციატივების მეტად მხარდაჭერა გააძლიერებს სინერგიას პარტნიორებს შორის. მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს მიმართული იქნება საერთო გამოწვევების დასაძლევად, ასევე მდგრადი ზრდისკენ და პოლიტიკური სტაბილურობისკენ. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას. მთავრობის ანგარიშვლადებულაში სამოქალაქო საზოგადოებებს გადამწყვეტი როლი აქვთ. 2020 წლის შემდეგ ჩვენი დღის წესრიგი ფოკუსირებულია აღდგენაზე, მედეგობასა და რეფორმაზე. პოსტ პანდემიური აღდეგნისთვის დაგეგმილია 2 მილიარდი ევროს მობილიზება. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, გენდერული თანასწორობა არის პარტნიორობის ქვაკუთხედი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.