შარლ მიშელი – შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია
ძლიერ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს.
როგორც შარლ მიშელი „ტვიტერში“ წერს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა.
„უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანის ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირის პროექტისთვის საკვანძოა“, – წერს შარლ მიშელი.
Strongly concerned about developments in Georgia.
Right to peaceful protest is at the core of any democracy.
Adoption of this “foreign influence” law is not compatible with the EU path which majority in 🇬🇪 wants.
Commitment to rule of law and human values is key to EU project.
— Charles Michel (@CharlesMichel) March 8, 2023