შარლ მიშელი - საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის საკვანძოა, პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს
შარლ მიშელი - საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის საკვანძოა, პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს

ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს სჭირდება სიმამაცის გამოჩენა პროგრესის მისაღწევად, ორ კვირაში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ისევ გვქნება შესაძლებლობა, ვნახოთ, სად ვართ და იმედი მაქვს, ვნახავ, რა პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის საკვანძოა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რათა ჩატარდეს რეფორმები კორუფციასთან საბრძოლველად, იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, სასამართლოს დამოუკიდებლობა რეალობაა საქართველოს ყველა ​მოქალაქისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა დავრწმუნდეთ, საერთო მიდგომა და საერთო მხარდაჭერა არსებობს, მაგალითად, საარჩევნო რეფორმისადმი. ეს ძალიან რთული საკითხებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი იარაღია ამ ქვეყანაში სიტუაციის გამოსასწორებლად, ამ ძლიერი სახელმწიფოს კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ასაყვავებლად. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ, გამოვხატოთ, აქტიურად ვუსმინოთ განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგიდაზე ზოგიერთი ნაწილები დავდოთ, რათა ფასილიტაცია მოვახდინოთ დიალოგის ხელახლა წარსამართად. მე მოხარული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს სჭირდება სიმამაცის გამოჩენა პროგრესის მისაღწევად. ორ კვირაში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ისევ გვქნება შესაძლებლობა, ვნახოთ, სად ვართ და იმედი მაქვს, ვნახავ, რა პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.