შარლ მიშელი – პუტინის დასამარცხებლად მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, განვახორციელოთ სანქციები, ომი უნდა შეწყდეს
ჩვენ უნდა განვახორციელოთ სანქციები, რათა კრემლზე ზეწოლა მოვახდინოთ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად უკრაინას მაქსიმალურად უნდა დაუჭირონ მხარი.
„ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები, რათა კრემლზე ზეწოლა მოვახდინოთ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვართ მტკიცედ ერთიანები, რადგან ომი უნდა შეწყდეს. ეს ფუნდამენტურია საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპების დასაცავად და მისი ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.