შარლ მიშელი - მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება
შარლ მიშელი - მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება

მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში მიმდინარე პირველი ლედების და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა.

„კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ უკიდურესად დიდ გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე. რამდენიმე საათის წინ რუსული რაკეტები ოდესისკენ იქნა გაშვებული, უმიზნებდნენ მილიონობით ტონა მარცვლეულს, რომლებიც პორტებშია რუსული ბლოკადის გამო. ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა აფრიკაში, სადაც აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა გამოთქვეს დიდი შეშფოთება რუსეთის ქმედებების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს მომავალში.

„მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი არის დამნაშავე ამ კრიზისში. მხოლოდ მას ეკისრება ბრალი მსოფლიოში არსებულ სასურსათო საშიშროებაში. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე და პარტნიორებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩამდენ ყველა პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს.