შარლ მიშელი – მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია. მეტი სისხლისღვრა თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებს შარლ მიშელი.
Strongly condemn the attack launched by Iran on Israel.
Everything must be done to prevent further regional escalation. More bloodshed must be avoided. We will continue to follow the situation closely with our partners.
— Charles Michel (@CharlesMichel) April 13, 2024