შარლ მიშელი კიევში იმყოფება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში იმყოფება. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა.
„დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – წერს შარლ მიშელი.
In Kyiv today.
In the heart of a free and democratic Europe. @ZelenskyyUa pic.twitter.com/7DxTeoxtMc
— Charles Michel (@eucopresident) April 20, 2022