შარლ მიშელი – ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ სატელეფონო საუბრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და გავიმეორეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა იმ ქართველის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს წინ. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ უნდა იყოს შესმენილი. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი“, – წერს შარლ მიშელი.
In a phone call with @PM_Kobakhidze discussed the recent developments in Georgia and reiterated EU’s full support to all Georgians who put European future of their country first.
Georgian citizens’ call for an open democratic and pluralistic society must be heeded.
Vibrant…
— Charles Michel (@CharlesMichel) May 3, 2024