შარლ მიშელი – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი, ახლა დროა, შესრულდეს პრიორიტეტები, რომელიც არის გასაღები სტატუსის მისაღებად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
როგორც შარლ მიშელი წერს, დროა, კონკრეტულად შესრულდეს სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები.
„მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, შესრულდეს პრიორიტეტები, რომელიც არის გასაღები სტატუსის მისაღებად“, – წერს შარლ მიშელი.
Met with PM @GharibashviliGe at #UNGA78.
Welcome today’s announcement of EU related reforms. Reiterated the EU commitment to the Georgian membership perspective.
Time now for concrete delivery on necessary priorities to unlock candidate status. pic.twitter.com/F6qRi5mV7r
— Charles Michel (@CharlesMichel) September 19, 2023