შარლ მიშელი - იმედი მაქვს, საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი, მაგრამ შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის
შარლ მიშელი - იმედი მაქვს, საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი, მაგრამ შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის

იმედი მაქვს, საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას. შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე, შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგების გამო. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებთ ამ მდგომარეობას, ამ პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად. ეს არის საქართველოსთვის, ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დარჩეს ერთგული, ჩაერთოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ პროცესში და ეს შეხვედრა ორ კვირაში ბრიუსელში შეიძლება საინტერესო იყოს.

იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას. შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი და ვერ გადავჭრათ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და განვიხილავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს შესაძლოა შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.