შარლ მიშელი - გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მომზადება
შარლ მიშელი - გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მომზადება

გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გაფართოებისთვის ევროკავშირისაც სჭირდება მომზადება.

„ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რადგან ეს არის სტრატეგიული დღის წესრიგის საწყისი ეტაპი. უნდა გავარკვიოთ რამდენიმე მიმართულება: რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკები, ფიქრი გაფართოების პერსპექტივებზე; მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად; და მესამე, როგორ ვმუშაობთ ჩვენ პრიორიტეტებზე და ინიციატივებზე სამომავლოდ. გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ. მათ იციან, რა არის გასაკეთებელი. ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება, მოვემზადოთ. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გვაქვს ასეთი მაღალი დონის დებატები ფუნდამენტურ საკითხებზე. ჩვენ რომ გავხსენით ეს დებატები, ვიცით, რომ გვჭირდება მომზადება. ეს არის პოლიტიკური დემოკრატიული დებატები, რაც არის ჯანსაღი პროცესი. 27 ქვეყნის ლიდერმა დაიწყო ეს პროცესი, რათა მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რა უნდა გავაკეთოთ პროგრესის მისაღწევად როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.