შარლ მიშელი - ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია, ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის
შარლ მიშელი - ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია, ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის

ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია, ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს თქვენს სურვილს – კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის. ეს არის გზა ევროკავშირისა და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც თქვენს ქვეყანას ევროკავშირი მხარს დაუჭერს“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.