შარლ მიშელი – ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა, ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება, მაგრამ ყველა მხრიდან არსებობს გამოსავლის პოვნის სურვილი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამ საღამოს ჩვენი შეხვედრა სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება, მაგრამ ყველა მხრიდან არსებობს პოლიტიკური გამოსავლის პოვნის სურვილი“, – წერს შარლ მიშელი „ფეისბუქზე“.
Our meeting tonight was an important step in the right direction.
What counts for the EU is to protect the interest of Georgian citizens.
Some questions remain unsolved but the will is there to find a political solution with all parties. #Georgia pic.twitter.com/g1qZ74TZ8v
— Charles Michel (@eucopresident) March 1, 2021