შარლ მიშელი - ევროკავშირი უნდა იყოს მზად, რომ ავღანეთში განვითარებული მოვლენების მსგავს სიტუაციაში, საკუთარი მოქალაქეების უფრო სწრაფად გაყვანა შეძლოს
შარლ მიშელი - ევროკავშირი უნდა იყოს მზად, რომ ავღანეთში განვითარებული მოვლენების მსგავს სიტუაციაში, საკუთარი მოქალაქეების უფრო სწრაფად გაყვანა შეძლოს

ევროკავშირმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა უკეთ იყოს მომზადებული საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის, ისეთ სიტუაციებში, როგორიც ბოლო კვირებში ავღანეთში განვითარდა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვითა გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემი მოსაზრებით, ევროკავშირს არ სჭირდება კიდევ ერთი ისეთი გეოპოლიტიკური მოვლენის ხილვა, რათა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირი უნდა მიისწრაფვოდეს უფრო დიდი ავტონომიისკენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უფრო დიდი შესაძლებლობებისკენ, რათა მსოფლიოში მოქმედება შევძლოთ“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 31 აგვისტოს დაასრულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციის პროცესი და ქაბულის აეროპორტზე კონტროლს „თალიბანი“ ახორციელებს. ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ რჩებიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები და ავღანელები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.