შარლ მიშელი - ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს
შარლ მიშელი - ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს

ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში „ვიშეგრადის“ ჯგუფის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უახლოეს კვირებში მექნება შესაძლებლობა, ვესტუმრო უკრაინასა და საქართველოს. იქ ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ გვსურს სოლიდარობის რეალიზება ამ ქვეყნებთან. ასევე, საუბარი შეეხება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა „კოვიდ 19“, კლიმატი და ციფრული სივრცე, უსაფრთხოება, თავდაცვა, ასევე საგარეო ურთიერთობები და ევროპული ღირებულებები იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინას უკრაინაში ვიზიტს 2-3 მარტს გეგმავს.