შარლ მიშელი - „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში უნდა ვცადოთ შეხვედრების და არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, რათა დავარწმუნოთ ყველა პარტნიორი, რუსეთზე მეტი ზეწოლა განახორციელონ
შარლ მიშელი - „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში უნდა ვცადოთ შეხვედრების და არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, რათა დავარწმუნოთ ყველა პარტნიორი, რუსეთზე მეტი ზეწოლა განახორციელონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ შარლ მიშელმა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრის, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, რათა დავარწმუნოთ „დიდი ოცეულის“ ყველა პარტნიორი, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, მწვავე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის დასრულების საუკეთესო გზაა, რომ „რუსეთმა შეწყვიტოს უაზრო ომი და პატივი სცეს გაერო-ს ქარტიას“.