შარლ მიშელი - ჩვენი გზავნილია, რომ გვსურს ყველას გაერთიანება, რათა დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები, ფუნდამენტური პრინციპები, ასევე, გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ 
შარლ მიშელი - ჩვენი გზავნილია, რომ გვსურს ყველას გაერთიანება, რათა დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები, ფუნდამენტური პრინციპები, ასევე, გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ 

ჩვენი გზავნილია, რომ გვსურს ყველას გაერთიანება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ პრინციპებს. დღევანდელი შეხვედრა ასევე არის ჩვენი სრული მხარდაჭერის გამოხატულება უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

მიშელის თქმით, სამიტი აჩვენებს, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად.

„ვიცით, რომ უკრაინელები იბრძვიან ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ჩვენი ფუნდამენტური პრინციპებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დავადასტუროთ ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს და ხვალ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ყველგან ევროპაში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.