შარლ მიშელი - ჩვენ მივესალმეთ საქართველოში პარტიების შეთანხმებას საარჩევნო რეფორმაზე, მისი ამოქმედებაც მნიშვნელოვანი იქნება, თვალს მივადევნებთ მოვლენების განვითარებას
შარლ მიშელი - ჩვენ მივესალმეთ საქართველოში პარტიების შეთანხმებას საარჩევნო რეფორმაზე, მისი ამოქმედებაც მნიშვნელოვანი იქნება, თვალს მივადევნებთ მოვლენების განვითარებას

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ეკონომიკურ და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ რეფორმებს. ამის შესახებ შარლ მიშელმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პირველი არხის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა, რას უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა სამომავლოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამისგან.

შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში საარჩევნო რეფორმის შესახებ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების ამოქმედება.

„ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის „მეტი მეტისთვის“. ამიტომ მხარს ვუჭერთ მეტ რეფორმას, განსაკუთრებით ეკონომიკური რეფორმებს, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ რეფორმებს და დემოკრატიულ ღირებულებებს. მაგალითად, საქართველოში ჩვენ მივესალმეთ პარტიებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მისი ამოქმედებაც მნიშვნელოვანი იქნება და თვალს მივადევნებთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.